მოხალისეები

  • ბარბარე მელიქიძე_792.jpeg

    ბარბარე მელიქიძე, მოხალისე, 15 წლის

    მე ,,ჰელფინგ ჰენდის’’ მოხალისე ვარ და ჩვენი პროექტის ფარგლებში მოხალისეობრივ საქმიანობას რაჭაში,  სოფელ წესში ვახორციელებ.  ვატარებ ინგლისური ენის გაკვეთილებს და წესში ჩამოსულ ბავშვებს ვეხმარები ინგლისური ენის თეორიულად შესწავლასა თუ პრაქტიკული უნარების გამომუშავებაში. ამ ბავშვების მშობლებისგან მოვისმინე, რომ ონლაინ-გაკვეთილების დროს ძალიან ჩამორჩნენ ბევრ საგანში. მე ,,ამერიკულ აკადემიაში'' ვსწავლობ და ყველა გაკვეთილი ინგლისურად მიტარდება. მშობლებმა სურვილი გამოთქვეს, რომ მათ შვილებს ინგლისური ენის შესწავლაში დავხმარებოდი. ასეც მოხდა, ჩვენ პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში ვატარებთ გაკვეთილებს. დაგეგმილი მაქვს სხვა აქტივობებიც, რომელსაც წესში ყოფნისას განვახორციელებ, მათ შორისაა: ადგილობრივი სალაშქრო ტურების ორგანიზება. ასე, მაგ: 18 აგვისტოს, 10-მდე ახალგაზრდა ახლომდებარე მთების დასალაშქრად დავირაზმეთ, თუმცა ფიზიკურ აქტივობასთან ერთად, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ტურმა ხელი შეუწყო მონაწილეების დამეგობრებას, აზრების გაცვლას, საინტერესო და სახალისო მოგონებების დაგროვებას;