მოხალისეები

  • გიორგი ლომსაძე_453.jpg

    გიორგი ლომსაძე, 14 წლის, მოხალისე

    ვცხოვრობ ახალქალაქში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში. ეს ჩემი პირველი მოხალისეობრივი და ახალგაზრდული პროექტია, რომელშიც ოფიციალურად ჩავერთე. როგორც ,,ჰელფინგ ჰენდის’’ მოხალისემ დავგეგმე საქველმოქმედო ღონისძიებები: ჩემი ქალაქის მასშტაბით დავეხმარე შშმ პირებს. შევაგროვე ტანსაცმელი,  წიგნები, სხვა გამოსადეგი ნივთები და მათ მივუტანეთ, რამაც ძალიან გაახარა ისინი.

    მოხალისეობა ჩემთვის ნიშნავს: განვითარებას,  სასარგებლო საქმეების კეთებასა და მეტი ინფორმაციის მიღებას, ზუსტად ვიცი, ამ პროექტში მიღებული გამოცდილება აუცილებლად გამომადგება მომავალში.

    ჩემი დიდი ოცნება და სურვილია, რომ ჩემს ქალაქში არსებულ ერთ პატარა პარკში შევაკეთო  საქანელები ბავშვებისთვის. რის შემდეგაც მოლოდინი მაქვს, რომ ეს ადგილი იქცევა ღია და გასართობ სივრცედ მათთვის, სადაც შეძლებენ შეკრებას, იდეების გაცვლას და საინტერესო პროექტების დაგეგმვას.