მოხალისეები

  • ნიკა ბოჭორიშვილიjpg_291_851.jpg

    ნიკა ბოჭორიშვილი, 14 წლის, მოხალისე

    ,,ჰელფინგ ჰენდის’’ პროექტში მონაწილეობამ მომცა სტიმული, რომ, როგორც მოხალისეს, სხვა ადამიანებისთვის სასარგებლო აქტივობები დამეგეგმა. გადავწყვიტე, რომ პანდემიის პირობებში დავხმარებოდი ასაკოვან და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს. ხანდაზმულები და პენსიონერები ხომ განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან ვირუსის ფართოდ გავრცელების გამო, ამიტომ, დაახლოებით ოცამდე ადამიანს ვეხმარებოდი და ჩემი ველოსიპედის მეშვეობით მათ ნაცვლად მივდიოდი მაღაზიებსა თუ აფთიაქებში, სხვა საჭირო ადგილზე, სადაც ჩემი მისვლა საკმარისი იყო მათ დასახმარებლად. მიმქონდა პროდუქტების თუ სხვა საჭირო ნივთების სია, მეც ვიცავდი მათთან დისტანციას და ჰიგიენურ წესებს, რომ თავად არ გავმხდარიყავი ხანდაზმული ადამიანების დაინფიცირების წყარო. მინდა ვთქვა, რომ ძალიან უხაროდათ ეს მცირედი დახმარება და ამბობდნენ, რომ მათთვის ეს დიდი შეღავათი იყო არსებული პირობების გათვალისწინებით.

    ჩემი აზრით, ეს ძალიან მცირედია, რისი გაკეთებაც თითოეულ ჩვენგანს შეუძლია იმისთვის, რომ ხანდაზმულ ადამიანებს არ მოუწიოთ ხალხმრავალ ადგილებში სიარული, რიგში დგომა და ბევრ ადამიანთან კონტაქტი.