მოხალისეები

  • მარიამ ნოზაძე_511.jpeg

    მარინე ნოზაძე, 14 წლის, მოხალისე

    მოხალისეობის გამოცდილება აქამდე არ მქონდა. პროექტში იმიტომ ჩავერთე, რომ მინდოდა, რაღაც ახალი გამომეცადა, ამავდროულად, პანდემიის პირობებში სხვა ადამიანებსაც დავხმარებოდი. ,,ჰელფინგ ჰენდმა’’ ამის შესაძლებლობა მომცა.

    გავხდი ასევე მოხალისეების მიერ დაგეგმილი პროექტის: ,,თანატოლი თანატოლისთვის’’ მონაწილე. პროექტის ფარგლებში ვატარებდი ონლაინ-გაკვეთილებს და ინგლისურ ენაში ვამეცადინებდი სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც გვერთვებოდნენ არა მხოლოდ თბილისიდან, არამედ: გორიდან, ლანჩხუთიდან და ბათუმიდანაც. გაკვეთილები საკმაოდ ინტენსიურად, კვირაში სამჯერ ტარდებოდა და ვფიქრობ, რომ კარგი შედეგიც მივიღეთ.

    მომავალში მინდა, რომ ორგანიზება გავუწიო საქველმოქმედო ღონისძიებებს ბავშვთა და მოხუცთან თავშესაფრების დასახმარებლად, ,,ჰელფინგ ჰენდის’’ პროექტში მიღებული გამოცდილებით, ასევე ვგეგმავ, რომ ჩამოვაყალიბო ორგანიზაცია, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდულ და მოხალისეობრივ პროექტებს განვახორციელებ.