მოხალისეები

  • მარიამ გობაძე_516.jpeg

    მარიამ გობაძე, 14 წლის, მოხალისე

    ვცხოვრობ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელი ავრანლოში. მოხალისეობრივ აქტივობებსაც ჩემს მშობლიურ სოფელში ვახორციელებ.

    მას შემდეგ, რაც ,,ჰელფინგ ჰენდის’’ პროექტში ჩავერთე და მოხალისე გავხდი, ორგანიზება გავუწიე რამდენიმე ღონისძიებას. მათ შორის:

    მეგობრებთან ერთად დავასუფთავე  ჩემი სოფლის ცენტრალური გზა და მდინარის ნაპირები. ამ გზაზე სოფლის მოსახლეობა მუდმივად დადის და არც თუ ისე კარგი სანახავი იყო ათასგვარი ნაგვით დაბინძურებული ქუჩა. ამ აქტივობაში 20-მდე ადამიანი იყო ჩართული.   ვფიქრობ, ეს არ იქნება ერთჯერადი ღონისძიება, თუნდაც იმიტომ, რომ მისაბაძი მაგალითია სხვებისთვის, რათა ნაგავი არ დაყარონ და არსებული ნაგვისგანაც გაასუფთაონ სოფლის გზები.

    ამ ღონისძიების შემდეგ, ჩემს მეგობრებს  ჩავუტარე ტრენინგი გარემოს დაცვის, დასუფთავების და ჰიგიენასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ - ამ თემებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით.

    ასევე, ინგლისურ ენასა და მათემატიკაში ვამეცადინებ ჩემივე თანასოფლელს, გვაქვს ინტენსიური გაკვეთილები, რომლებიც მას ძალიან სჭირდება სასკოლო მასალის დასაძლევად. ვფიქრობ, ამ ეტაპზე, ჩემი აქტივობები საკმაოდ ნაყოფიერი და შედეგის მომტანია ჩემთვისაც და მასში ჩართული ადამიანებისთვისაც.