მოხალისეები

  • სალომე კაშია_192.jpg

    სალომე კაშია, 14 წლის, მოხალისე

    ,,ჰელფინგ ჰენდის’’ პროექტის ფარგლებში მე ბევრი მეგობარი შევიძინე. სწორედ, მათთან ერთად დავიწყე სხვადასხვა მოხალისეობრივი პროექტების განხორციელება. მათ შორისაა: პროექტი - „მომავლის გოგონები“, რომელიც მიზნად ისახავს გოგონების დახმარებას პანდემიის შემდეგ  სოციალიზაციის პროცესში, პროექტის მონაწილეთა მოტივირებას ღია სივრცეში სახალისო და შემეცნებითი აქტივობების ჩატარების გზით;

    პროექტი -  „დღე  ბავშვებთან“, რომელიც მიზნად ისახავს დაწყებითი კლასების მოსწავლეების განვითარებასა და გასართობი აქტივობებით უზრუნველყოფას;

    ახალგაზრდული ონლაინ-სამიტი - ეს კიდევ ერთი საინტერესო და მოხალისეობრივი პროექტია, რომელსაც ,,ჰელფინგ ჰენდის’’ ორ მოხალისესთან:  ვიქტორია არაქელიანთან და მარიამ ბეშიძესთან ერთად ვუწევ ორგანიზებას. ამ სამიტის ფარგლებში 13-19 წლის მოზარდებსა და ახალგაზრდებს, შესაძლებლობა მიეცათ ემსჯელათ საქართველოში COVID-19 პანდემიის მიერ გამოწვეულ პრობლემებსა და გამოწვევებზე, ასევე მათი გადაჭრის გზებზე.

    პროექტი დაეხმარა მონაწილეებს, რათა გაეუმჯობესებინათ  კრიტიკული აზროვნება და ჯგუფური თუ ინდივიდუალური მუშაობის უნარ-ჩვევები. ისინი სხვადასხვა თემატურ/სამუშაო ჯგუფებში განაწილებულები აქტიურად ჩაერთნენ პროექტის აქტივობებში.

    ვფიქრობ, ჩემი მოხალისეობრივი საქმიანობა ამ ეტაპზე საკმაოდ დატვირთული და მრავალფეროვანია, ძალიან მინდა, მომავალშიც აქტიურად შევძლო საინტერესო პროექტების განხორციელება.