მოხალისეები

  • ნიკაა ლობჟანიძე_585.jpg

    ნიკა ლობჟანიძე, 14 წლის, მოხალისე

    ,,ჰელფინგ ჰენდის’’ პროექტის ფარგლებში პირველად მივიღე მოხალისეობრივი გამოცდილება. მოხალისეობა, საშუალებას გვაძლევს, დავეხმაროთ ისეთ ადამიანებს, ვისაც ეს სჭირდებათ, ვაკეთოთ სასარგებლო საქმეები, სწორედ ამიტომაა ეს მიმართულება საინტერესო ჩემთვის.

    როგორც მოხალისე მასწავლებელი ჩართული ვიყავი პროექტში: ,,თანატოლი თანატოლისთვის’’. პროექტის ფარგლებში ონლაინ-გაკვეთილებს ვატარებდი ინგლისურ ენასა და მათემატიკაში, გაკვეთილებს ესწრებოდნენ როგორც დაბალი კლასის მოსწავლეები, ასევე აბიტურენტებიც, ნაწილი თბილისიდან, ნაწილი კი  - საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

    ასევე, ჩემს მეგობრებთან ერთად შევქმენი ჯგუფი და ფეისბუქ გვერდი, რომლის მიზანიც, საბადურის ტყეში არსებული დათვების თავშესაფრის დახმარებაა.

    თავშესაფარი მოწყობილია ცხვარიჭამიაში და დაფუძნებულია მსახიობ სოსო ჯიქურიშვილის მიერ, 2010 წელს. თავშესაფარში მყოფი დათვები მანამდე წლების განმავლობაში მძიმე პირობებში, სხვადასხვა გასართობი მიზნით ჰყავდათ გამომწვდეული. თითოეულ ცხოველს საკუთარი მძიმე ისტორია აქვს. ისინი გადაეჩვივნენ ბუნებაში დამოუკიდებელ არსებობას, მათი უზრუნველყოფა კი დიდწილად მათ მომვლელებსა და სხვა კეთილმსურველებზეა დამოკიდებული.

    ჩვენი უდიდესი სურვილია, რომ საკვებით მოვამარაგოთ მურა დათვები. ამიტომ, ყოველკვირეულად ვგეგმავთ საქველმოქმედო აქციას, ვაგროვებთ საკვებს დათვებისთვის, ხოლო საკვების  თავშესაფარში ტრანსპორტირებას ჩვენი ძალებით უზრუნველვყოფთ. ამ მოხალისეობრივ საქმეს და საყვარელი ცხოველების დახმარებას მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ.