მოხალისეები

  • თაზო ჯოჯუა_204.jpeg

    თაზო ჯოჯუა, მოხალისე,14 წლის

    მე აქტიურად ჩავერთე ,,ჰელფინგ ჰენდის’’ მოხალისეობრივ პროექტში, რომელიც COVID 19 ვირუსის გამოწვევების საპასუხოდაა მიმართული. თუმცა, გარდა ამისა, ვარ ოზურგეთის ,,ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის’’ ბაზაზე არსებული ,,ლიდერთა სკოლის’’ წევრი და ფონდ ,,გურული დღიურების’’ სტიპენდიატი.

    ,,ჰელფინგ ჰენდის’’ პროექტის ფარგლებში რამდენიმე აქტივობა დავგეგმე, მათ შორისაა:

    - არაფორმალური განათლების ონლაინ-სკოლა. სკოლის 20-მდე მონაწილე, ყოველკვირეულად ჩაერთვება საინტერესო შეხვედრებში, რომელთა ერთ ნაწილს თავად გავუძღვები, ხოლო მეორე ნაწილი - მოწვეული სპეციალისტების მიერ ჩატარდება;

    - კონფერენცია თემაზე: „Covid-19 და ახალგაზრდები“, აქტივობის მიზანია არსებულ ვითარებაში ახალგაზრდებისთვის აქტუალური საკითხების, მათ შორის ბავშვთა მართლმსაჯულების თემის განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება. კონფერენციაში ჩაერთვებიან როგორც მომხსენებელი თუ, ზოგადად,  დაინტერესებული ახალგაზრდები, ისე - სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები;

    - საინფორმაციო შეხვედრა განათლების სამინისტროს წარმომადგენელთან ახალ სასწავლო წელთან დაკავშირებული პრობლემებისა და გამოწვევების თემაზე;

    ონლაინ-სკოლის ფარგლებში პირველი შეხვედრა 16 აგვისტოს ჩავატარე, ტრენინგის თემა გახლდათ - "ლიდერობა, საჯარო გამოსვლების ხელოვნება და წარმატებული ტრენინგის მართვა/განხორციელება.’’. პროექტის მონაწილეებისგან მივიღე საინტერესო უკუკავშირიც. ონლაინ-სკოლის ფარგლებში შეხვედრები ყოველკვირეულად გაგრძელდება და მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა, მაგალითად: დემოკრატია, მოხალისეობა, მედია-წიგნიერება, ტოლერანტობა და ა.შ. ამ შეხვედრებს ჩემთან ერთად, სხვადასხვა დარგის სპეციალისტები და ჰელფინგ ჰენდის მოხალისეებიც გაუძღვებიან. ჩემი ინიციატივის მიზანია ახალგაზრდებს მივაწოდოთ მნიშვნელოვანი არაფორმალური განათლება სრულიად უფასოდ.