მოხალისეობა ჩემთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი საქმეა. 5 წლიდან ვმოხალისეობ, ჩემი ასაკის შესაბამისად, ვერთვები და ვმონაწილეობ სხვადასხვა პროექტში, საქველმოქმედო, საგანმანათლებლო თუ კულტურულ პროგრამებში.
„ჰელფინგ ჰენდის’’ პროექტის ფარგლებში რამდენიმე აქტივობაში ჩავერთე, მათ შორის:
სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად დავეხმარე მარტოხელა და მიუსაფარ ქალებსა და ბავშვებს, გადავეცით საკვები პროდუქტები და პირველადი ჰიგიენის ნივთები;
მოხალისეობრივად ჩავერთე ქალაქ ბათუმში, ახალგაზრდული სააგენტოს მიერ დაგეგმილი ახალგაზრდული ფორუმის საორგანიზაციო საკითხებში;
ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას დავეხმარე ინსტაგრამის გვერდის შექმნაში, ახლა კი ვეხმარები ამ გვერდის მართვასა და ადმინისტრირებაში;
ვეხმარებოდი ახალგაზრდა ქალს, ვუვლიდი მის მცირეწლოვან ბავშვს, იმ პერიოდში, როცა დედა მუშაობდა;
ონლაინ-ვებინარებზე ვიყავი მოხალისე ტექნიკური მიმართულებით;
მოხალისეობრივი საქმიანობისას ბევრ მეგობარს და გამოცდილებას ვიძენ, ამიტომაცაა ეს ყველაფერი ჩემთვის ასეთი საინტერესო, რა თქმა უნდა, ისიც მნიშვნელოვანია, რომ ამ დროს სასარგებლო საქმეს ვაკეთებ და სხვებს ვეხმარები.