მოხალისეები

  • თეკლა ბარბაქაძე_215.jpeg

    თეკლა ბარბაქაძე, 13 წლის, მოხალისე

    ოფიციალურად, მოხალისეობრივ აქტივობებში, ,,ჰელფინგ ჰენდის’’ მეშვეობით, მათივე პროექტის ფარგლებში ჩავერთე. ეს პროექტი ვირუსის გავრცელების შედეგად გამოწვეული პრობლემების საპასუხოდ იყო მიმართული. მანამდე ვფიქრობდი, რომ არ მქონია არანაირი გამოცდილება და შეხება მოხალისეობასთან, რადგან არ ვიცოდი ტერმინის განმარტებაც კი.

    პროექტის პირველ ეტაპზე, დავესწარით საინტერესო ტრენინგებს, სწორედ იქ გავიგე მოხალისეობის არსი და მივხვდი რომ თურმე არაერთხელ ვყოფილვარ არაფორმალური მოხალისე, თუნდაც ჩემივე სკოლაში, სადაც მომიწესრიგებია გარემო, დავხმარებივარ თანასკოლელს და ა.შ.

    ტრენინგების შემდეგ, უკვე თავადაც დავგეგმე მოხალისეობრივი აქტივობები:

    ზაფხულის პერიოდში, ბულაჩაურში ცხოვრებისა და დასვენებისას, ადგილობრივ თანატოლებს ვეხმარებოდი ინგლისური ენის მეცადინეობაში;

    შევაგროვე ტანსაცმელი, დავახარისხე და საჩუქრად მივუტანე სოციალურად დაუცველ ოჯახებს;

    ვატარებ დისტანციურ გაკვეთილებს ჩემზე უმცროს სკოლის მოსწავლეებთან, ვეხმარები მათ სასკოლო პროგრამის დაძლევაში;

    ასევე, მონაწილეობა მივიღე პროექტში, რომელიც მიზნად ისახავდა მარტოხელა და მიუსაფარი ქალების დახმარებას, ეს გამოცდილება ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა. მინდა, რომ მოხალისეობრივი საქმიანობა მომავალშიც აქტიურად გავაგრძელო.