მოხალისეები

  • გიორგი მირიანაშვილი_562.jpg

    გიორგი მირიანაშვილი, 13 წლის, მოხალისე

    ვცხოვრობ ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთში და ვსწავლობ მერვე კლასში. ,,ჰელფინგ ჰენდის’’ პროექტის შესახებ ჩვენი სკოლის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან შევიტყვე და გადავწყვიტე, რომ მეც გავმხდარიყავი მოხალისე. მანამდე ასეთ პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება არ მქონდა, არც მოხალისეობის შესახებ ვიცოდი რამე.

    პროექტის პირველ ეტაპზე დავესწარი ონლაინ-სემინარებს და მივიღე ძალიან საინტერესო ინფორმაცია იმაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს მოხალისეობას, როგორი ღონისძიებების დაგეგმვა შემეძლო და რა გამოცდილებას მომცემდა ეს ყველაფერი პირადად მე, როგორც მოხალისეს.

    ახლა ვგეგმავ, რომ ჩემთვის საყვარელ საგანში, მათემატიკაში დავიწყო ონლაინ-გაკვეთილების ჩატარება. პანდემიის პერიოდში ვიცით, რომ ბევრგან შეფერხდა სასწავლო პროცესი. ამიტომ,  ვფიქრობ, რომ იმ მოსწავლეებს დავეხმარები, ვისაც მათემატიკაში დამატებითი გაკვეთილები სჭირდება.

    მინდა, რომ მომავალში მსგავსი პროექტების უფრო აქტიური მონაწილე ვიყო და ასევე, როგორც მოხალისემ, ბევრი სასარგებლო საქმის გაკეთება შევძლო ადამიანებისთვის.