მოხალისეები

  • გიორგი კვეკვესკირი_321.jpg

    გიორგი კვეკვესკირი, 13 წლის, მოხალისე

    პანდემიის პერიოდში, განსაკუთრებით ზაფხულის განმავლობაში, მომიწია დუშეთის რაიონში, წითელისოფელში ყოფნა. ამავე სოფელში ცხოვრობენ ასაკოვანი ადამიანები, რომლებიც აღმოჩნდნენ სახლებში გამოკეტილები. ვინაიდან, პანდემიის პირობებში, ხანდაზმულთათვის გარეთ გასვლა არ იყო რეკომენდებული და მათ განსაკუთრებით სჭირდებოდათ სოციალური დისტანციის დაცვა, მე მათ ვეხმარებოდი მოხალისეობრივად, ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში. მაგალითად, ჩვენი სოფლიდან საკმაოდ დაშორებული სასურსათო მაღაზიიდან მათთვის ყოველდღიურად მომქონდა საჭირო საყოფაცხოვრებო ნივთები და საკვები პროდუქტი, ასევე, ჰიგიენური წესების დაცვით, ვეხმარებოდი მათ სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შესრულებაში, როგორიცაა: ნარგავების გათოხნა, ბოსტნის მორწყვა, ბალახის მოთიბვა, ვაზის შეფურცვლა, სეზონური ხილის მოსავლის აღება/დაკრეფა და ა. შ.  მიხარია, რომ როგორც მოხალისემ, მცირე წვლილი მაინც შევიტანე ამ საკმაოდ რთულ პერიოდში ხანდაზმული მოქალაქეების დახმარების საქმეში.