მოხალისეები

  • ჯამილა ბერსენაძე_303 (1)_873.jpg

    ჯამილა ბერსენაძე, 16 წლის, მოხალისე

    ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ,,ჰელფინგ ჰენდის’’ პროექტში ჩართვის შესაძლებლობა მომეცა და ასობით ადამიანს შორის, მეც გავხდი მასშტაბური მოხალისეობრივი პროექტის მონაწილე. რომ არა ეს ორგანიზაცია, ამდენ კეთილ საქმეს ვერ გავაკეთებდი  და მადლობელი ვარ ამისთვის.

    ჩემს მოხალისეობრივ საქმიანობას ქალაქ ბათუმში ვახორციელებ. როგორც მოხალისე, ჩავერთე პროექტში, რომლის ფარგლებშიც ქალაქის მცხოვრებ გაჭირვებულ ან სოციალურად დაუცველ ადამიანებს ვურიგებდით ამანათებს (პროდუქტებს). პროექტში 16-მდე მოხალისე ვიღებდით მონაწილეობას, ვიყოფოდით ჯგუფებად და თითოეული ჯგუფი კონკრეტულ ქუჩაზე/ლოკაციაზე იყო პასუხისმგებელი.

    ეს არ იყო მხოლოდ მოხალისეობრივი საქმიანობა ან ვალდებულება, მე ძალიან მსიამოვნებდა ამ ადამიანების დახმარება, მათთან კომუნიკაცია. ამანათების გადაცემის პროცესში ვხედავდი მათი სახის გამომეტყველებას, იგრძნობოდა მათი სიხარული, რაც დადებითი ემოციით და პოზიტიური ენერგიით მმუხტავდა და კიდევ უფრო მეტი მუშაობის სურვილს მიჩენდა, მინდოდა, რაც შეიძლება მეტი მომესწრო, მეტი ადამიანი გამეხარებინა. სწორედ ასეთი განცდების და ამ საინტერესო გამოცდილების გამო, გადაწყვეტილი მაქვს, რომ მომავალშიც გავაგრძელო მოხალისეობრივი საქმიანობა და სხვადასხვა პროექტში აქტიურად ჩავერთო ამ მიმართულებით.