მოხალისეები

  • მეგი კუპრაძე, 12 წლის, მოხალისე

    ვცხოვრობ თბილისში, ვსწავლობ სკოლაში და ვცდილობ, სწავლის პარალელურად, სასარგებლო და საინტერესო საქმეებიც ვაკეთო. სწორედ ამიტომ, როგორც მოხალისე, ჩართული ვარ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჰელფინგ ჰენდის’’ პროექტში: ,,ახალგაზრდული მოხალისეობა COVID-19 გამოწვევების საპასუხოდ საქართველოში’’. ამ პროექტის მიზანი, პანდემიის პერიოდში, ახალგაზრდების მოხალისეობის გზით გაძლიერება და საინტერესო პროექტების დაგეგმვაა.

    ჩემი მოხალისეობრივი აქტივობების ფარგლებში, გადავწყვიტე, რომ ჩემს მეგობრებთან ერთად მომეწყო დასუფთავების აქცია: დავასუფთავეთ ქუჩები, ავკრიფეთ ნაგავი, გარეთ მიმოფანტული პლასტმასისა და სხვა სახის ნივთები. ამ ყველაფერს ჰქონდა ორგანიზებული სახე, შეგროვებული ნაგავი მოვათავსეთ წინასწარ მომზადებულ პარკებში. რა თქმა უნდა, აღჭურვილები ვიყავით შესაბამისად, ვმუშაობდით ხელთათმანებითა და სპეციალური ჯოხებით.

    ჩემთვის მოხალისეობა ძალიან საინტერესო საქმეა. იმედია, მომავალში კიდევ უფრო ბევრ მოხალისეობრივ პროექტში შევძლებ მონაწილეობის მიღებას.