მოხალისეები

  • მარიამ წურწუმია_335.jpg

    მარიამ წურწუმია, 12 წლის, მოხალისე

    ჩართული ვარ ,,ჰელფინგ ჰენდის’’ მოხალისეობრივ პროექტში, რომელიც ჩემთვის ძალიან საინტერესოა, რადგან ეს პროექტი შესაძლებლობას მაძლევს, ჩემს ასაკშივე მივიღო მნიშვნელოვანი გამოცდილება.

    მოხალისეობრივ საქმიანობას ვახორციელებ თბილისში, ჩემს გუნდთან ერთად. ჩვენ დაინტერესებული მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის ჩავატარეთ ტრენინგები თემებზე: ,,ლიდერობა“, ,,საჯარო გამოსვლები და ეფექტური კომუნიკაცია“.

    ასევე, ტრენინგის ფორმატში, სტუმრად გვყავდა მოწვეული  „მარტვილის ახალგაზრდული იდეის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი  16 წლის სოფო ხარებავა. მან ისაუბრა თემაზე: ,,პროექტის წერა“.

    მოვამზადეთ, დავბეჭდეთ და გავავრცელეთ საგანმანათლებლო სახის კროსვორდები ძალიან სახალისო და საინტერესო თემებზე.  ასევე, როგორც მოხალისე,  ვმონაწილეობ პროექტში: „თოჯინები იცინიან“. ეს პროექტი საქველმოქმედო ხასიათისაა და აქტიურად ვეძებთ მხარდამჭერებს. იმედი მაქვს, რომ  მომავალშიც კიდევ ბევრ საინტერესო მოხალისეობრივ პროექტში მივიღებ მონაწილეობას.