მოხალისეები

  • ელენე სანიკიძე_734.jpg

    ელენე სანიკიძე, 11 წლის, თბილისი

    ვცხოვრობ და ვსწავლობ ქალაქ თბილისში. როცა თავისუფალი დრო მაქვს, ვცდილობ სასარგებლო და საინტერესო საქმეები ვაკეთო. ვარ მოხალისე და ჩართული ვარ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჰელფინგ ჰენდის’’ პროექტში, რომლის ფარგლებშიც, მთელი საქართველოს მასშტაბით 200 მოხალისე ძალიან მნიშვნელოვან აქტივობებს ახორციელებს.

    მე ძალიან მაწუხებს ქუჩის ძაღლების პრობლემები. ამ ძაღლებს არ ჰყავთ პატრონი და მათზე არავინ არ ზრუნავს, ზოგჯერ ისინი შიმშილითაც კი იღუპებიან. მიუსაფარ ძაღლებზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა. სამწუხაროდ, ჩვენი ქალაქის ყველა რაიონში შეგხვდებათ ასეთი ძაღლი. შეიძლება აქციების ორგანიზება ქალაქის სხვადასხვა უბანში, თანხის შეგროვება და საკვების შეძენა, ან სახლიდან სხვადასხვა პროდუქტის და ნარჩენების მიწოდება მათთვის. ეს არც ისე რთული საქმეა.

    მე თავადაც მყავს ძაღლი და, ზოგადად, ძალიან მიყვარს ცხოველები. ჩემი მოხალისეობრივი საქმიანობის ფარგლებში, მეგობართან ერთად ვკვებავ მიუსაფარ ძაღლებს, ზოგჯერ მათ ჩემი ძაღლის კუთვნილ საკვებს ვუყოფ, ზოგჯერ საკვები სახლიდან მიმაქვს და მიხარია, რომ  რამდენიმე ძაღლზე ზრუნვა მაინც შემიძლია საკუთარი ძალებით.