მოხალისეები

  • მარიამ-უნდილაშვილი_942.jpg

    მარიამ უდილაშვილი

    სტუდენტი, მოხალისე, 19 წლის

    2017 წლიდან ვარ „ჰელფინგ ჰენდის“ მოხალისე და არაერთი პროექტის მონაწილე. ჩართული ვიყავი როგორც საერთაშორისო პროგრამებში, ისე ადგილობრივ პროექტებში, მაგ: „ჯანსაღი ცხოვრების წესის კამპანია“, პერსონალური გადაცემა „ომბუდსმენი“ ონლაინ რადიოში „ჩემი ხმა“, სხვადასხვა ტრენინგი თუ სემინარი და ა. შ. ვთანამშრომლობდი არასამთავრობო ორგანიზაციასთან „ხელი ხელს“, სადაც მოხალისეობრივად ვეხმარებოდი შშმ პირების საოჯახო ტიპის საცხოვრებლის ბენეფიციარებს.

    ამ და სხვა პროექტებში მიღებულმა გამოცდილებამ მომცა სტიმული, რომ უმაღლეს სასწავლებელში სწავლა სოციალური მუშაობის მიმართულებით გამეგრძელებინა. ამჟამად ვარ უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი, ამავდროულად, ჩავერთე „ჰელფინგ ჰენდის“ ახალ პროექტში, რადგან მინდა, რომ შევქმნა კლუბი და საინიციატივო ჯგუფი, სადაც ახალგაზრდები შევძლებთ პანდემიით გამოწვეული პრობლემების იდენტიფიცირებას და საინტერესო ღონისძიებების განხორციელებას. კლუბის მუშაობაში იმ სკოლის მოსწავლეები ჩაერთვებიან, რომელიც თავად დავამთავრე, თუმცა მათთან ერთად იქნებიან მოხალისე სტუდენტებიც. იმედი გვაქვს, რომ ჩვენ მიერ დაგეგმილი აქტივობებით თემში არსებულ არაერთ პრობლემას სასიკეთოდ შევცვლით.