მოხალისეები

  • დავით ჩანქსელიანი_747.jpeg

    დავით ჩანქსელიანი

    15 წლის, მოხალისე

    უკვე რამდენიმე წელია, „ჰელფინგ ჰენდის“ მოხალისე ვარ, აქტიურად ვერთვები ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში, მაგალითად, პანდემიის დაწყების შემდეგ ვმონაწილეობდი სოციალურად შეჭირვებული ოჯახების დახმარების პროგრამაში, კიდევ უფრო ადრე ვიყავი „ჰელფინგ ჰენდის“ რადიოს წამყვანი და ვუძღვებოდი გადაცემას „მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო“.

    ახალი პროექტის დაწყების შემდეგ, შევავსე აპლიკაცია და მონაწილეობა მივიღე კონკურსში, ძალიან მიხარია, რომ დღეს ამ პროექტის მონაწილე ვარ, ვესწრები საინტერესო ტრენინგებს, უკვე დაგეგმილი მაქვს აქტივობები, რომლითაც COVID 19-ით გამოწვეული პრობლემების მოგვარებაში ერთ-ერთი რეგიონის ახალგაზრდებს დავეხმარები: ჩემი მიზანია, სხვა მოხალისეებთან და მეგობრებთან ერთად, მათთვის, ვისაც ხელი არ მიუწვდება ინტერნეტზე, შევაგროვო საინტერესო წიგნები და შევქმნა მცირე ბიბლიოთეკა, რომელსაც ადგილზევე ჩავუტანთ. გარდა ამისა,  მათი ინტერესების გათვალისწინებით, ვგეგმავთ, ჩავატაროთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრებიც სხვადასხვა თემაზე, მოწვეულ სტუმრებთან და სპიკერებთან ერთად.

    სხვა ადამიანების დახმარება მე დიდ სტიმულს და ხალისს მმატებს, ალბათ სწორედ ამ განცდებითაა გამოწვეული მოხალისეობრივ პროექტებში ჩემი აქტიური მონაწილეობაც, რასაც მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელებ.