მოხალისეები

  • ლიზი მიქალაძე_473.jpg

    ლიზა მიქელაძე, პროექტის მონაწილე, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნენიის საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე

    ამ პროექტში მონაწილეობამდე არ მქონდა მოხალისეობის გამოცდილება. თუმცა, ვხედავდი, რომ ჩემ გარშემო ბევრი მოზარდი იყო ჩართული ,,ჰელფინგ ჰენდის’’ პროექტებში, მეც დაინტერესებული ვიყავი და მიხარია, რომ მონაწილეთა შორის აღმოვჩნდი.

    წყალტუბოს ბანაკში ჩაგვიტარდა ტრენინგები ვაქცინაციასთან და იმუნიზაციასთაბ დაკავშირებით, რაც ძალიან საინტერესო  იყო. ბევრი ფერადი მოგონება გამომყვა წყალტუბოდან. შევიძინე ახალი მეგობრები, მაგრამ მთავარი მაინც იქ მიღებული ცოდნაა, რომელსაც აუცილებლად გავუზიარებ თანატოლებს და არა მხოლოდ თანატოლებს...

    სასწავლო პროგრამის შემდეგ შუახევში ჩავატარე ტრენინგი, რომელსაც ესწრებოდნენ ახალგაზრდა მოხალისეები. ასეთ შეხვედრებს მომავალშიც ჩავატარებ, რათა ყველას ვუთხრა, რომ ვაქცინაცია აუცილებელია! ისევ ჩვენი კარგად ყოფნისთვის, ჩვენი ჯანმრთელობისთვის და არა მხოლოდ ჩვენი, არამედ გარშემომყოფებისთვისაც. ვაქცინაცია გვიცავს ჩვენც და სხვებსაც. აუცილებელია ყველამ გავიაროთ ეს ეტაპი და დავიცვათ ერთმანეთი!