მოხალისეები

  • ლიკა გოცაძე_126.jpg

    ლიკა გოცაძე, პროექტის მონაწილე, ჭიათურის სასულიერო სკოლის მოსწავლე

    საქართველოს ახალგაზრდები ვაქცინაციისათვის’’ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროექტია, რომელშიც მონაწილეობა მიმიღია. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სახალისო და საგანმანათლებლო აქტივობები მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის თითოეულ მონაწილეს და ახალ, საინტერესო ადამიანებსაც გვაცნობს.

    მიხარია, რომ მეც პროექტის მონაწილეთა შორის ვარ და ერთ-ერთ ლიდერადაც შემარჩიეს, ეს დიდი პასუხისმგებლობაა ჩემთვის.

    პროექტის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია სხვებსაც გავუზიარე. ჩემ გარშემო ხშირად ვსაუბრობ იმაზეც, თუ რატომაა იმუნიზაცია მნიშვნელოვანი და რატომ უნდა გავიკეთოთ აცრა.