მოხალისეები

  • დიანა წურწუმია_407.jpg

    დიანა წურწუმია, პროექტის მონაწილე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჭითაწყარის საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე

    მოხალისეობის გამოცდილება აქამდეც მქონდა, ვარ ,,წითელი ჯვრის’’ მოხალისე და  ეს საქმიანობა განსაკუთრებით მიყვარს. ამიტომ, როგორც კი გავიგე ,,ჰელფინგ ჰენდის’’ ახალი მოხალისეობრივი პროექტის შესახებ, ვნახე, თუ როგორ საინტერესო აქტივობებს გვთავაზობდა ეს პროგრამა, მაშინვე გადავწყვიტე, რომ მონაწილეობა მიმეღო.

    წყალტუბოს ბანაკში ძალინ სიანტერესო და პროდუქტიული ინფორმაცია მივიღე იმუნიზაციის საკითხებთან მიმართებში.  რაც  ყველაზე მნიშვნელოვანია, იქ ვისწავლეთ, თუ როგორ მივაწოდოთ  ადამიანებს სწორი ინფორმაცია, მიხარია და მადლობელი ვარ, რომ მე მაქვს ამის შესაძლებლობა.

    იმ ცოდნას, რაც მივიღე წყალტუბოს ბანაკში ნაყოფიერად ვიყენებ ჩემი კლუბის წევრებთან: ვატარებ ტრენინგებს, მცირე ვორკშოფებს, იმიტირებულ ვაქცინაციას და ა.შ. ვცდილობ ის გამოცდილება, რაც იმუნიზაციის ბანაკში მივიღე სხვა მოხალისეებსაც გადავცე. უახლოს მომავალში ვგეგმავთ უფრო გავფართოვდეთ მეტი და მეტი ახალგაზრდა შემოვირთოთ და მეტი აქტივობები ჩავატაროთ. ასევე, დიდი სურვილი მაქვს, რომ  AIVA-ს წარმომადგენლები მოვიწვიო ჩვენს კლუბში და ის ყველაფერი, რაზეც იქ ვისაუბრეთ კლუბის წევრებს ამ გზითაც გავუზიაროთ.