მოხალისეები

  • ანა ჭაჭუა_149.jpg

    ანა ჭაჭუა - პროექტის მონაწილე, მარტვილის N1 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე

    ,,ჰელფინგ ჰენდთან" ჩემი მეგობრობა დაიწყო დაახლოებით 2 წლის წინ პროექტით - ,,მოზარდი მოხალისეების ჩართულობა covid-19 პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ საქართველოში". მაშინ გავიარე გასაუბრება და შემარჩიეს ერთ-ერთ თანასწორ-განმანათლებლად. ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო, თუმცა თავი გავართვი. 

     

    ამ პროექტის დასრულების შემდეგ ისევ მქონდა სურვილი, რომ მოხალისეობრივი საქმიანობა გამეგრძელებინა. ამიტომ, როგორც კი ახალი პროექტის შესახებ გავიგე, მაშინვე დავრეგისტრირდი და მიხარია, რომ ამ ჯერზეც გავხდი ორგანიზაციის ახალი პროგრამის მონაწილე.

     

    დავესწარი ტრენინგებს და მივიღე მნიშვნელოვანი ცოდნა ვაქცინაციისა და იმუნიზაციის საკითხებზე, რასაც ახლა ჩემს თანატოლებსაც ვუზიარებ: ჰიგიენის კლუბის წევრებისთვის უკვე ჩავატარე რამდენიმე საინფორმაციო შეხვედრა აღნიშნულ საკითხებზე.

    მოხალისეობას მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელებ და შევეცდები კიდევ ბევრ პროექტში ჩავერთო. ვფიქრობ იგივე სურვილი უკვე  ჩემი კლუბის წევრებსაც აქვთ, რაც ძალიან მახარებს.